ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

„შესანიშნავი აზრთა გაცვლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელთან, ბრენდან ჰანრაჰანთან ორმხრივი ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეების, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების, შუა დერეფნის/TRIPP-ისა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“, – წერს სამხარაძე X-ზე.

Back to top button