ირაკლი კობახიძე: სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას

მოლაპარაკებები გავმართე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

„საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ფარგლებში, მოლაპარაკებები გავმართე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას,”- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Back to top button