
„მიმდინარეობს დაუფარავი საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენივე მანქურთი ე.წ. მოქალაქეების მხრიდან“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საზოგადოების აღშფოთება ბუნებრივია, მაგრამ მათ ლეგიტიმურ მოთხოვნებში კანონის კანონობაზეა აქცენტი. სწრაფ საჯარო შედეგებს ქართველი ხალხი მოითხოვს, კმარა ამდენი ბინძური მანქურთის თავისუფლად სიარული.
„საქართველოს „გაშავების“ მცდელობა ვითომ პროირანულობაზე აპელირებით ბინძური შეტევის ჯაჭვშია – თინა ხიდაშელი-„ტაივანჩიკი“, ვინმე ქეთი ქორქია, ევროსაბჭოში კაპიტულაციაზე ხელმომწერი გიორგი კანდელაკი; მოღალატეებს პასუხი უნდა გაეცეთ! მიმდინარეობს დაუფარავი საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენივე მანქურთი ე.წ. მოქალაქეების მხრიდან. საზოგადოების აღშფოთება ბუნებრივია, მაგრამ მათ ლეგიტიმურ მოთხოვნებში კანონის კანონობაზეა აქცენტი. ოპერატიული მუშაობა, ცხადია, ფარულია, მაგრამ სწრაფ საჯარო შედეგებს ქართველი ხალხი მოითხოვს, კმარა ამდენი ბინძური მანქურთის თავისუფლად სიარული!“, – წერს აბაშიძე.