
„დღეს გაიმართა სუვერენული ერების ალიანსის სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები იყო წამოწეული. ისეთი, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ქვეყნების სუვერენიტეტები“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
„ყველა ეს საკითხი განხილული იყო სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების ჭრილში და აღინიშნა, რომ სწორედ ენერგეტიკული უსაფრთხოება იქნება თუ სიტყვის თავისუფლება იმისათვის, რომ დავიცვათ თავისუფლება და ქვეყნების სუვერენიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს კონფერენცია იმით, რომ ფაქტობრივად 50 ქვეყნის წარმომადგენლები როგორც საკანონმდებლო ორგანოებიდან, ასევე სხვადასხვა ინსტიტუციებიდან ესწრებოდნენ სამიტს და ფაქტობრივად ერთი და იგივე ღირებულებებზე დაყრდნობით საუბრობენ იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც დღეს გლობალური მსოფლიოს წინაშე დგას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.