ზაალ ანჯაფარიძე: დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირანმა და აშშ-მა ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ

„როდესაც თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოში ირანის პატრონაჟით რაღაც უნივერსიტეტია, რომელიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევა და მებრძოლებს ამზადებს, აშშ-ის გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის ჰადსონის ინსტიტუტის ვებგვერდზე გაჩნდა ყველასთვის ნაცნობი გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც აშშ-ს აშინებდა საქართველო-ირანის მზარდი დაახლოებით, და აქ ირანის გავლენების ზრდით“, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირანმა და აშშ-მა ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ.

„იმ დღეს, როდესაც თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება, თითქოს საქართველოში ირანის პატრონაჟით რაღაც უნივერსიტეტია, რომელიც რადიკალური ისლამის პროპაგანდას ეწევა და მებრძოლებს ამზადებს, აშშ-ს გავლენიან ანალიტიკურ ცენტრის ჰადსონის ინსტიტუტის ვებგვერდზე გაჩნდა ყველასთვის ნაცნობი გიორგი კანდელაკის სტატია, რომელიც აშშ-ს აშინებდა საქართველო-ირანის მზარდი დაახლოებით, და აქ ირანის გავლენების ზრდით. ნახსენები იყო ის ყბადაღებული „უნივერსიტეტიც“ და იყო მოწოდება-ჩაერიეთო! ანუ, დაწყებულია ორკესტრირებული კამპანია, გადანაწილებული როლებით, რომ ირან-აშშ ომიდან პოლიტიკური სარგებელი ნახონ და აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დაატაკონ. სხვათა შორის, სტატიის გამოქვეყნება (3 მარტი) დროში დაემთხვა აშშ-ში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტს“, – წერს ანჯაფარიძე.

Back to top button