“სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის მერს კახი კალაძეს მიმართავს. თეონა ჭალიძეს უფასო სასადილოების მომსახურების ნაცვლად მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება დედაქალაქის მერის მხრიდან მავნებლურ ნაბიჯად მიაჩნია. ჭალიძე კალაძეს ქმედითი ნაბიჯების გადახედვისა და გონზე მოსვლისკენ მიუთითებს
“უფასო სასადილოების მომსახურების ნაცვლად მხოლოდ პროდუქტის დარიგებაზე ფიქრიც კი და ბაზრის მოკვლევა არის გაუაზრებელი ქმედება ან გააზრებული მავნებლობა თბილისის მერის მხრიდან. ალბათ უფრო მეორე.
ბატონო კახი,
- თუ მაინც და მაინც – საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა. გაცნობებთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ სადილის მომზადება!
- პროდუქტი რის გაცემასაც აპირებთ იქნება იმდენად მცირე, რომ იმით იგივე ეფექტის მიღწევა შეუძლებელია, რაც ერთობლივად მომზადებისას!
- სოციალურად დაუცველებს გაეზრდებათ კომუნალური ხარჯები და ეს დამატებით დააზარალებთ მათ!
- სასადილოები იძულებული გახდებიან უმუშევრად დატოვონ რიგი თანამშრომლები!
- თავი შეიკავეთ და ნუღარ მოითბობთ ხელს გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. მორიგი კორუფციული გარიგების სუნი დადგა!
- ყოველი ჭამის დროს გაიხსენეთ რას და რა რაოდენობით ჭამენ ადამიანები და ერთხელ ექსპერიმენტი ჩაატარეთ, ერთი ორშაბათი გაატარეთ ამ მენიუზე (400 გრამი მაწვნის შეჭამანდი, 200 გრამი მანის ფაფა, 250 გრამი პური,) და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მოგცენ 40 გრამი მაწონი, 12 გრამი ხახვი, 30 გრამი ბრინჯი, მეოთხედი კვერცხი, 7 გრამი მწვანილი და თავად უნდა მოამზადოთ კერძი. დაახლოებით ამ სიტუაციაში უნდა ჩააგდოთ ადამიანები, ოჯახები სადაც ერთი, ორი ან სამი ოჯახის წევრია.
ასე რომ ცოტა აზრზე მოდით ბატონო კახი!” – წერს სოციალურ ქსელში თეონა ჭალიძე.