სამირა ბაირამოვა ბოკერია-ჩერგოლეიშვილზე: მათ წლების განმავლობაში რეგიონში ჰყავდათ პროირანელი კანდიდატი

მათ ჰყავდათ წლების განმავლობაში რეგიონში პროირანელი კანდიდატი, ცდილობდნენ ისტერიკით უარყონ ეს ფაქტი. ამ ფაქტს მე 2014-შიც ვამბობდი, 2018-შიც, – წერს ოპოზიციონერი აქტივისტი სამირა ბაირამოვა, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, გუშინ გუშინ ბევრი ლიბერალი წაშალა მეგობრებიდან, რომლებსაც, აღმოჩნდა, რომ რეალურად უმცირესობები ეზიზღებათ და მათი დამცირებით თავს იმშვიდებენ.

„გუშინ თამარმა და მისმა მეუღლემ „კარგად დასამახსოვრებელი“ პერფორმანსი წარმოადგინეს. თამარმა ბევრი კომენტარი წაშალა, სადაც სიძულვილის ენა პიკზე იყო გამოყენებული, ისტერიკა და შეურაცხყოფა. მე სიმართლის თქმა არასდროს მეშინია, კი მწარეა და მიუღებელია ბევრისთვის! ეგრევე აგრესიას იწყებენ. ამ ხალხს უნდოდა ეთქვა, რომ აზერბაიჯანლებსა და მუსლიმებს შენზე უკეთ ვიცნობთ.

ყველა ცდილობს თავისი წარსულის დამალვას სიტყვებით – „რუსი“ და „ქოცი“. კი მათ ჰყავდათ წლებია რეგიონში პროირანელი კანდიდატი, ცდილობდნენ ისტერიკით უარყონ ეს ფაქტი. ამ ფაქტს მე 2014-შიც ვამბობდი, 2018-შიც. წლებია რეგიონიდან მიღებული ხმა ის რელიგიური ხალხის ხმის ხარჯზე იყო. კი ამერიკის რაკეტის შიში და თავს მოწონება მესმის.

მე კი, როცა რუსებთან და ქოცებთან ბრძოლის შედეგად სამი თვე თავშესაფარში ვიყავით, თქვენ გარეთ მშვიდად ცხოვრობდით ბატონებო! გუშინ „დისკუსია“ არ გავაგრძელე, რადგან ჩემს ლექსიკონში საპასუხოდ არ მოიძებნება ბევრი არაეთიკური, ქუჩური და სიძულვილით სავსე სიტყვა. გუშინ ასევე ფაშისტურ სულში დამალული ბევრი ლიბერალიც წავშალე, დავბლოკე. როცა უმცირესობები გეზიზღებათ და მათი დამცირებით თავს ამშვიდებთ, ჩემ სივრცეში თქვენი ადგილი არაა!

რეგიონში ოპოზიციისთვის ხმის მარაგი ყოველთვის ივსებოდა რელიგიურ ხალხის მეშვეობით, ჩვეულებრივი ხალხი ყოველთვის მთავრობის ზეწოლის ქვეშაა. გინახავთ რეგიონში ოპოზიციაში ან მთავრობაში განათლებული და სწორ ღირებულებებზე მყოფი აზერბაიჯანელი? არა! იცით რატომ? ისინი რელიგიური თემიდან პროირანიანობის გამო შორს იყვნენ და ახლა ეს ხალხი მეუბნება არა დღეიდან გახდნენ პროირანელი, მანამდე არ იყვნენ, ყველა მათგანის სახლში ბავშვობიდან ხომეინის სურათი არის, რადგან წინამძღვარია!“ – წერს სამირა ბაირამოვა.

Back to top button