ესპანეთის ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა გერმანიის კანცლერი ტრამპთან „ვასალივით“ მოქცევაში დაადანაშაულა

POLITICO-სთან ინტერვიუში, ესპანეთის ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის იმ ლიდერთა რიცხვს მიეკუთვნება, „რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მართონ ის ისტორიული მომენტი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ“.

ესპანეთსა და გერმანიას შორის დაძაბულობა მერცსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

კონკრეტულად ვაშინგტონში შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ესპანეთი, იმის გამო, რომ ესპანეთმა აშშ-ს არ მისცა ირანზე შეტევებისთვის თავისი სამხედრო ბაზის გამოყენების უფლება. ასევე, მადრიდის პოზიციით უკმაყოფილო პრეზიდენტი ტრამპი ესპანეთს სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა.

დიასი მერცს სწორედ ამის გამო აკრიტიკებს, რომ მან ვერ დაიცვა ესპანეთი ტრამპის კრიტიკისგან.

„დღეს ევროპას ლიდერები სჭირდება და არა ვასალები, რომლებიც ტრამპს პატივს მიაგებენ“, – აცხადებს დიასი.

Back to top button