კასპში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.

კასპის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშები გადმოიფინა ადმინისტრაციულ და სხვადასხვა შენობებზე.

“კასპის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!” – – ნათქვამია მერიის მისალოც განცხადებაში.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ხუთჯვრიანი ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშა — საქართველოს ეროვნულ სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანულიკანონის საფუძველზე დაძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან.

Back to top button