
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მას პირველად ესმის, რომ ელენე ხოშტარია რუსეთიდან თანხებს იღებს.
ხუბუა X-ზე წერს, რომ თუ ევროდეპუტატი იმის შესახებაც შეიტყობს, რომ მისი საყვარელი პარტიის – ნაცმოძრაობის ბელადი სააკაშვილიც ასევე „კაგებეს“ კადრების სამჭედლოში – კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლობდა, წითელ თმებს სულ ღერა-ღერა დაიპუტავს.
„ევროდეპუტატ მარკეტა გრეგოროვას თურმე არაფერი სმენია იმის შესახებ, რომ ლიაკა ხოშტარიას ოჯახს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან პერიოდულად ერიცხება დიდძალი რუსული რუბლი. გრეგოროვას, ალბათ, არც ის გაუგია, რომ ხოშტარია რუსული სპეცსამსახურების საკადრო ლაბორატორიის – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტის (მგიმოს) დიპლომირებული კადრია. ხოლო თუ ევროდეპუტატი გრეგოროვა იმის შესახებაც შეიტყობს, რომ მისი საყვარელი პარტიის – ნაცმოძრაობის ბელადი სააკაშვილიც ასევე „კაგებეს“ კადრების სამჭედლოში – კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლობდა და „კაგებეს“ საკურატორო სასაზღვრო ჯარში მსახურობდა, (წოდებით „კაგებეს“ ეფრეიტორი ბრძანდება) წითელ თმებს სულ ღერა-ღერა დაიპუტავს“, – წერს ხუბუა.