ქართველიშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: შეეშვით ბავშვების უფლებების წინააღმდეგ ბრძოლას, გამჭვირვალობას თავი დაანებეთ და ედემის ბაღში გადაგიყვანთ – პასუხად მივიღებთ სასტიკ უარს, რა გვინდა ედემის ბაღში, აქაურ ბავშვებს თუ სქესის შეცვლის შესაძლებლობა არ ექნება ხოლო ლომჯარიას ანგარიშზე შემოსული თანხები საჯაროდ იქნება ლუსტრირებული

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ და აღნიშნავს, რომ ამით დაგვემშვიდობა „მოსკოვის მექანიზმი“ და მისი „მექანიზატორები“.

ქართველიშვილის შეფასებით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, არჩევანი რომ წარუდგინო – შეეშვით, ქართველი ბავშვების უფლებების წინააღმდეგ ბრძოლას და ედემის ბაღში გადაგიყვანთ – პასუხად მივიღებთ სასტიკ უარს, რა გვინდა ედემის ბაღში, აქაურ ბავშვებს თუ სქესის შეცვლის შესაძლებლობა არ ექნება.

„ამით დაგვემშვიდობა „მოსკოვის მექანიზმი“ და მისი „მექანიზატორები“. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება – „სამოთხე/ჯოჯოხეთის“ შლაგბაუმთან არჩევანი რომ წარუდგინო: შეეშვით საქართველოში „დედას“ და „მამას“, ქართველი ბავშვების უფლებების წინააღმდეგ ბრძოლას და ფინანსურ გამჭვირვალობას თავი დაანებეთ და (ჯანდაბას თქვენი თავი) ედემის ბაღში გადაგიყვანთ – პასუხად მივიღებთ სასტიკ უარს, რა გვინდა ედემის ბაღში, აქაურ ბავშვებს თუ სქესის შეცვლის შესაძლებლობა არ ექნება ვიღაც „დედის“ და „მამის“ გადაწყვეტილების გამო, ხოლო ლომჯარიას ანგარიშზე შემოსული თანხები საჯაროდ იქნება ლუსტრირებული. ჩელიაბინსკამდე ჰქონიათ გზა „მოსკოველ მექანიზატორებს“ – ამ პოლიტიკურ შიზოფრენიაში, სადაც მსოფლიოში ერთადერთი „ცივილიზაცია“ ეფშტეინის კუნძულზეა – ნორმალურ ადამიანს არაფერი ესაქმება“, – წერს ქართველიშვილი.

Back to top button