
კორუფციით სახელგანთქმულ ევროპარლამენტში არათუ უცხო სიტყვების წარმოთქმა უჭირთ, არამედ გეოგრაფიაშიც უუნარონი არიან, თუმცა ფარატინა „მგმობ“ რეზოლუციებს კონვეირის სახე მისცეს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ევროპარლამენტარებს სთხოვენ, რუკაზე ირანის სახელმწიფო იპოვონ, მაგრამ ისინი უშედეგო მცდელობის მიუხედავად, ვერ აჩვენებენ ქვეყანას რუკაზე.
გია აბაშიძე ევროპარლამენტარებს „ოროსნებად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ სწორედ ისინი ითხოვენ მმართველი გუნდის დასანქცირებას, რომლებმაც რუკის კითხვაც არ იციან.
„კორუფციით სახელგანთქმულ ევროპარლამენტში არათუ უცხო სიტყვების წარმოთქმა უჭირთ, არამედ გეოგრაფიაშიც უუნარონი არიან, თუმცა ფარატინა „მგმობ“ რეზოლუციებს კონვეირის სახე მისცეს.
საქართველოს უნამუსოდ კრიტიკოსი ეს „ოროსნები“ ითხოვენ მმართველი გუნდის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ვითომ იცნობენ ჩვენს გამოწვევებს, პრობლემებს და რუკის წაკითხვა არ იციან.
მარტივ გამოკითხვაში სამარცხვინოდ ჩაიჭრნენ – ევროკანონმდებლები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ. ვავა!“ – წერს გია აბაშიძე.