კასპში, ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმში შობა – ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმში შობა – ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები სოფლის საჯარო სკოლის მოხალისე მოსწავლეები იყვნენ.

მოხალისეებმა დარბაზის მონაწილეებს საკუთარი შემოქმედება შესთავაზეს: ლექსი, ცეკვა, სიმღერა. ზეიმის დასასრულს თოვლის პაპამ ბავშვები საახალწლო საჩუქრებით გაახალისა.

ჯამბაკურ-ორბელიანთა სასახლე-მუზეუმის დირექტორმა სოფიო ცუცუნაშვილმა ახალი წელი ყველას მიულოცა, ხოლო ორგანიზატორ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

ღონისძიება დააფინანსა მუზეუმის მეგობარმა, ყოფილმა ვოლონტიორ-მოხალისე ამჟამად სტუდენტმა ავთანდილ ბეინაშვილმა. ავთანდილი პარიზიდან ჩაერთო ღონისძიების მსვლელობაში, მიესალმა მონაწილეებს და წარმატებული 2022 წელი უსურვა.
ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდრეგულაციები.

Back to top button