პრემიერი: ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის რომ გამოიძებნა ადგილი, აბსოლუტურად კომიკური მოვლენაა

ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის რომ გამოიძებნა ადგილი, აბსოლუტურად კომიკური მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, პოლიტიკურად ესოდენ მიკერძოებულ ანგარიშშიც კი, ავტორმა რეფორმის გაკრიტიკება ვერავითარი კუთხით ვერ შეძლო.

„ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმისთვის რომ გამოიძებნა ადგილი, აბსოლუტურად კომიკური მოვლენაა, მით უმეტეს, რომ პოლიტიკურად ესოდენ მიკერძოებულ ანგარიშშიც კი, ავტორმა რეფორმის გაკრიტიკება ვერავითარი კუთხით ვერ შეძლო”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button