
კასპში უხვი ნალექის თოვლის მოსვლის და ქარბუქის გამო ზოგიერთი სოფლების მისასვლელ გზებზე გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების გამო, მუნიციპალიტეტის მერია პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.
“თოვლის წმენდითი სამუშაოები ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობამ შაბათს ღამესვე – ქალაქის ქუჩების ქვიშა-მარილის ნარევის დამუშავდებაით დაიწყო. რაც შეეხება სოფლებს, თოვლის და მინამქრული ადგილების გასაწმენდად მუშაობს ტექნიკა და ასევე იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით სამუშაოებში დამატებით ერთი ერთეული ტექნიკა ჩაერთო” -აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.