ცოტნე ანანიძე: პრემიერის მონაწილეობით გუშინდელი დებატები, გამოცდილი პედაგოგისა და ურჩი, მოუმზადებელი მოსწავლეების გაკვეთილს ჰგავდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ურჩ და მოუმზადებელ მოსწავლეებთან იჯდა დებატებზე.

„პრემიერის მონაწილეობით გუშინდელი დებატები, გამოცდილი პედაგოგისა და ურჩი, მოუმზადებელი მოსწავლეების გაკვეთილს ჰგავდა“, – წერს ანანიძე.

Back to top button