
ირანთან ომის პროტესტის ნიშნად გადადგა აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ჯო კენტი. როგორც მან განაცხადა, იგი მხარს არ უჭერს დონალდ ტრამპის მიერ დაწყებულ ომს ირანის წინააღმდეგ – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული “ბიბისი” ავრცელებს.
“ირანი ჩვენი ქვეყნისთვის უშუალო და პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ამიტომ სრულიად ნათელია, რომ ჩვენ ეს ომი ისრაელისა და ძლიერი ებრაული ლობის ზეწოლით დავიწყეთ.
თქვენ 2025 წლის ივნისამდე თვლიდით, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი აშშ-სათვის ხაფანგი იქნებოდა, მაგრამ… მე როგორც ვეტერანი, რომელიც 11-ჯერ ვმონაწილეობდი საბრძოლო მოქმედებებში, მე როგორც ოქროს ვარსკვლავის კავალერი და ქმარი იმ საყვარელი ცოლისა, რომელიც ისრაელის მიერ გაჩაღებულ ომში დაიღუპა, არ შემიძლია მხარი დავუჭირო ახალგაზრდა თაობის გაგზავნას იმ ომში სასიკვდილოდ, რომელსაც ამერიკელი ხალხისათვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს”, – წერს ჯო კენტი სოცქსელში.
ჯო კენტი დონალდ ტრამპის გუნდის წევრი იყო, მისი კანდიდატურა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად აშშ-ის კონგრესმა შარშან ივლისში დაამტკიცა.