
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საბოლოოდ და კატეგორიულად განაცხადა, რომ საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას იმ სავაჭრო გემების უსაფრთხოების დაცვაში, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს ჰორმუზის სრუტეში გაცურვას დააპირებენ.
“ჩვენ ირანის წინააღმდეგ ომში არ ვმონაწილეობთ, ამიტომაც საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას იმ ოპერაციაში, რომელიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტის გახსნას მიმდინარე კონტექსტში”, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.