თამარ ჩერგოლეიშვილი ტულსი გაბარდზე: ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს. მისი პოზიცია დასუსტდა

„ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ ის ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს.

მისი თქმით, გაბარდის პოზიცია ტრამპის ადმინისტრაციაში დასუსტდა კენტის გადადგომის შემდეგ.

„ჯო კენტი, რომელიც ირანის ომის გამო გადადგა, ტულსი გაბარდის მოკავშირე იყო (მისი აპარატის უფროსი იყო იქამდე).

კენტმა ისრაელს დააბრალა ამერიკის სამხედრო ოპერაცია ირანში, რომლის შედეგადაც ირანის თითქმის მთელი პოლიტიკური და სამხედრო ელიტა განადგურდა.

ტულსი გაბარდს ივანიშვილის რეჟიმი ებღაუჭება, როგორც ხავსს, რადგან ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს და ამყარებს წარმოდგენას, რომ შეერთებული შტატების იმედი არ შეიძლება გვქონდეს – „ივანიშვილი მართალია, რუსეთის უკანალში რომ გვტენის“.

გაბარდის პოზიცია ტრამპის ადმინისტრაციაში დასუსტდა კენტის გადადგომის შემდეგ. საგულისხმოა, რომ თავად გაბარდი ზელენსკის აბრალებდა მესამე მსოფლიო ომში ტრამპის ჩათრევის მცდელობას“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

Back to top button