ქართველიშვილი: მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს. ვერ აიხსნება გიყვარდეს ილია II და გძულდეს მისი არჩევანი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს“.

ქართველიშვილის შეფასებით, კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს ქართველთმოძულე პოლიტიკანების ფარისევლობა, რადგან შეუძლებელია გიყვარდეს ილია მეორე და გძულდეს მისი არჩევანი.

„მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს. ეგ როგორ გამოდის, ხომ ვერ ამიხსნით? როგორ თავსდება ერთმანეთთან, კარგი თქვა უწმინდესზე და მის არჩევანს ტალახი ესროლო? ცხადია, როგორც ზეთი და წყალი არ შეერევა ერთმანეთს, ისე ვერ აიხსნება გიყვარდეს ილია მეორე და გძულდეს მისი არჩევანი. აქ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს ქართველთმოძულე პოლიტიკანების ფარისევლობა!“, – წერს ქართველიშვილი.

Back to top button