ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები „სინდისის პატიმარი“ და „პოლიტპატიმარი“, მორიგი ინსტრუმენტია მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად

„ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები „სინდისის პატიმარი“ და „პოლიტპატიმარი“, არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად“, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძე განმარტავს, რომ „სინდისის პატიმარი“ არის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანად გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებს და ამისთვის არის რეპრესირებული.

მისივე თქმით, ისინი, ვისაც სინდისის პატიმრებად გვასაღებდნენ, არ გამოხატავდნენ მშვიდობიანად საკუთარ პოზიციას.

„ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები „სინდისის პატიმარი“ და „პოლიტპატიმარი“, არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად. შებრძანდით საძიებო სისტემაში და მარტივად აღმოაჩენთ, რომ „სინდისის პატიმარი“ გახლავთ ადამიანი რომელიც მშვიდობიანად(!!!) გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებს, და ამისთვის არის რეპრესირებული. ახლა თავად განსაჯეთ, ისინი ვისაც „სინდისის პატიმრებად“გვასაღებენ, მშვიდობიანად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს?! პასუხი ცალსახაა, რომ არა, რადგანაც უამრავმა ადამიანმა ეს საკუთარი თვალით იხილა. რაც შეეხება „პოლიტპატიმრობის“ განმარტებას, სამწუხაროდ, ის ბოლო წლებში ფართო ინტერპრეტაციას ექვემდებარება და პოლიტპატიმრად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პირი, რომელიც, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, უკვე სამართლებრივ ჭრილში – ამ პირის დასჯა, ძალადობის გამო, არ შეიძლება?! ინდულგენცია აქვს?“, – წერს ანჯაფარიძე.

Back to top button