ირაკლი კირცხალია: ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი „ქართული ოცნება“ ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას, პირნათლად იცავს სახელმწიფო ინტერესსა და სუვერენიტეტს, შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ვიქნებით ხელისუფლებაში

ერთი მხრივ მიხეილ სააკაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მთავარმა შემოქმედმა და მეორე მხრივ კი ნიკა გვარამიამ, მისმა გენერალურმა პროკურორმა დაადასტურეს, რომ გაერთიანების შესახებ დავალება მათი გარე პატრონებისგან მიიღეს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობად“ ფორმირებული აგენტები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული გარე დავალებები და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისად რადიკალური არ არის, რაც მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზია, შესაბამისად, გადაწყვიტეს, უპირობო მორჩილების შეთავაზების სანაცვლოდ, ახალი, მათ წარმოდგენაში უფრო გავლენიანი გარე პატრონები მოძებნონ, ამ პროცესს კი, როგორც თავად დაგვიანონსეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყებენ.

„დღეს 31 მარტია, 35 წლის წინ ამ დღეს სრულიად საქართველომ ჩვენი ქვეყნის სუვერენულ მომავალს მისცა ხმა, სწორედ ამ დღეს მინდა გამოვეხმაურო საქართველოს სუვერენიტეტის გაცხადებული მტრების იგივე ნაცაგენტურის მორიგ გაერთიანებას და მათი მხრიდან ახალი უცხოელი პატრონების ძებნის მცდელობას. მართალია ამ ძალებს ისინი პარტნიორებად მოიხსენიებენ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არა მათი პარტნიორები, არამედ პატრონები არიან, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ გასცემენ დავალებებს, რასაც მათი მორჩილი ზემოთ ხსენებული ადგილობრივი რადიკალები – უსიტყვოდ ასრულებენ.

როგორც ჩანს, კვლავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობად“ ფორმირებული აგენტები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული გარე დავალებები და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისად რადიკალური არ არის, რაც მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზია, შესაბამისად, გადაწყვიტეს, უპირობო მორჩილების შეთავაზების სანაცვლოდ, ახალი, მათ წარმოდგენაში უფრო გავლენიანი გარე პატრონები მოძებნონ, ამ პროცესს კი, როგორც თავად დაგვიანონსეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყებენ. ჩემს გამოსვლაში მივმართავ ამ რადიკალურ ძალებს – რაზეც არ უნდა ისაუბროთ, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ დავალებები, გაერთიანების მერამდენე წრეზეც არ უნდა წახვიდეთ, როგორც არ უნდა შეფუთოთ და რა პიარ ტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ თქვენი უდღეური, უსუსური, ვითომდა პოლიტიკური ალიანსის, ბრენდირებისთვის ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა, ისევ ის ძველი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხართ და წარმოადგენთ სისხლიან რეჟიმს, რომელმაც ჩვენს ხალხსა და სამშობლოს არაერთი უბედურება დაატეხა თავს.

თქვენთვის არ არსებობს ეროვნული ინტერესი! თქვენ არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ემსახურებოდით საქართველოს და მით უფრო არც ახლა, რადგან მაშინაც და დღესაც თქვენთვის ამოსავალი წერტილი არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ თქვენი უცხოელი პატრონების ბრძანებების შესრულებაა. ამიტომაცაა, რომ არაფრად გიღირთ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია, რომელიც ბუნებრივია, არც გქონიათ, არც გაქვთ და არც აღარასდროს გექნებათ.

ამიტომაცაა, რომ შველას უცხოელი პატრონებისგან ელით, მით უფრო იმ ფონზე, რომ პოლიტიკური ყოფნა – არ ყოფნის ზღვარზე ხართ. საქართველოს წინააღმდეგ დასახული ყოველი ჩავარდნილი გეგმის შემდეგ ახალ-ახალ უცხოელ პატრონებს ეძებთ, თუმცა, ვერ იაზრებთ, რომ ამ ქვეყანაში გადამწყვეტი სიტყვა ქართველ ხალხს ეკუთვნის! თქვენ ასრულებთ უცხო ქვეყნების დავალებებს და ატარებთ მათ ინტერესს საქართველოში, ამიტომაც ხართ უმორალო, უსამშობლო აგენტები! თქვენგან განსხვავებით, ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი „ქართული ოცნება“ ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას, პირნათლად იცავს სახელმწიფო ინტერესსა და სუვერენიტეტს, შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ამიტომაც ვიქნებით ხელისუფლებაში, განსხვავებით თქვენგან, უცხო ქვეყნის აგენტებისგან, ვისი ადგილიც არა ქართულ პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკურ სანაგვეზეა!“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Back to top button