
ფემინიზმით გადაჭარბებულმა საზოგადოებამ და ქალთა უფლებების დამცველების ხმამაღალმა ყვირილმა, იცით სადამდე მიგვიყვანა?-უთანასწორობამდე.
თანასწორობის სახელით მივიღეთ რეალობა, სადაც ბალანსი აშკარად დარღვეულია და დღეს, ხშირ შემთხვევაში, მამაკაცები უფრო ჩაგრულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – ამის შესახებ ადვოკატი მარი საბიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ერთის დაცვა მეორის ხარჯზე…
ეს არ არის თეორია და არც აბსტრაქტული მსჯელობა.. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდები პირადად მე, როგორც ადვოკატი და გიზიარებთ იმ რეალურ გამოცდილებასა და დამოკიდებულებას, რასაც დღეს მამაკაცი იღებს საზოგადოებისგან და სამწუხაროდ, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდანაც
ქალი თუ კაცს გალანძღავს, არაფერია. კაცი იგივეს გააკეთებს – “ფსიქოლოგიური ძალადობაა”
მაშინვე შემაკავებელი..
ქალი თუ შემაკავებელს დაარღვევს, რეაგირება ნული, კაცს იგივეს გამო აკავებენ.
ქალი თუ კაცის სახლში უნებართვოდ შევა და ნივთებს გაიტანს-კონფლიქტია, კაცი იგივეს გააკეთებს და დამნაშავეა, აკავებენ.
ქალი თუ შვილით მანიპულირებს, არ ანახებს მამას, ან მასზე ზემოქმედებს- არაფერია, კაცს ამის გამო შვილს ართმევენ.
ქალი დედაა და აუცილებლად მასთან უნდა ცხოვრობდეს შვილი, რაც არ უნდა იყოს.. მამა? -თითქოს დამატებითი ფიგურაა და არა სრულფასოვანი მშობელი.
კაცს მხოლოდ ვალდებულებებს აკისრებენ, მან ფინანსურად უნდა უზრუნველყოს შვილი, სამაგიეროდ, საკუთარი შვილის ნახვისთვის ნებართვები უნდა მიიღოს.
სტატისტიკურად, უფრო მეტ კაცს უწევს ბრძოლა იმისთვის, რაც მას ბუნებრივად ეკუთვნის-შვილთან ურთიერთობა, ვიდრე ქალს.
ოჯახური კონფლიქტია?- აუცილებლად კაცია დამნაშავე.
როცა ქალს თავს ესხმიან -ფემიციდია, ხმამაღლა საუბრობენ, პრესა, კამერები, აქციები. როცა კაცს თავს ესხმიან -ჩუმად გადის, „კონფლიქტი იყო“, რა მოხდა, შვილების დედაა.
“მსხვერპლი”- მხოლოდ ქალია.
ქალმა თქვა? – ე.ი სიმართლეა და შემაკავებელი.
კაცმა თქვა? -არა უშავს, რა მოხდა შვილების დედაა, კაცი არა ხარ?!
ქალი პროვოცირებს? მერე რა, მაინც კაცია დამნაშავე..
მოკლედ.. კიდევ რამდენი რამის თქმა მსურს, მაგრამ ძალიან ბევრი გამოვა..
ქალის მსხვერპლის როლი უკვე სისტემური სტანდარტია და ყელშია უკვე ეს ყველაფერი..
ახლა ალბათ ამ სტატუსის გამო დაიწყება მარის თრევაი საკვირველი ქალებისა და ქალთა უფლებადამცველების მხრიდან, მაგრამ დღეს ეს არის რეალობა და ვამბობ.. არავის და არაფერს ვუშინდები.
ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდანაც კი -კაცი ჩაგრულია, საზოგადოების დამოკიდებულებას რომ თავი დავანებოთ.
ჰო, შესაძლოა სტატისტიკურად ქალების მკვლელობის შემთხვევები მეტ ყურადღებას იქცევს და მაჩვენებელიც მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კაცი ავტომატურად მოძალადეა და მათ უფლებებს უნდა გადავუაროთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალებს ზედმეტი უპირატესობა უნდა მივანიჭოთ უფლებრივ ნაწილში.
უსამართლობა, რომელიც ნორმად იქცა…“ – წერს მარი საბიაშვილი სოციალურ ქსელში.