კასპში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში შეიკრიბნენ და 37 წლის წინ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. შეკრებილებმა ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

მამა ალექსანდრემ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ამასთან, კასპის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

Back to top button