
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, მიუხედავად ალიანსის მხარდაჭერისა, უახლოეს მომავალში ამ საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა.
„არ ვფიქრობ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება გადაწყდეს.
არ მგონია, რომ პოლიტიკურად ეს უახლოეს მომავალში მოხდეს – ეს ჩემი ობიექტური შეფასებაა“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.