ბენიამინ ნეთანიაჰუ: ევროპას ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაავიწყდა – იგი კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობასა და ღირებულებებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დღევანდელი ევროპა ღრმა მორალური სისუსტით არის შეპყრობილი. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპა კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებსა და პასუხისმგებლობაზე – დაიცვას ცივილიზაცია ბარბაროსობისგან“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ „ისრაელი იცავს ევროპას, რომელსაც ჰოლოკოსტის შემდეგ ძალიან ბევრი რამ დაავიწყდა“.

„მას [ევროპას] ბევრი რამ აქვს ჩვენგან სასწავლი. განსაკუთრებით კი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი სიკეთესა და ბოროტებას შორის მკაფიო მორალური გამიჯვნის შესახებ, რაც სიმართლის მომენტში ჩვენგან მოითხოვს, რომ წავიდეთ ომში სიკეთისა და სიცოცხლის სახელით“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

Back to top button