
კასპის მუნიციპალიტეტში, სადგურ მეტეხის დასახლებაში ცენტრალურ გზაზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო
სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან თამაზ ტატანაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის დასრულება და განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ადგილობრივების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.