
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის მიერ უნგრეთის არჩევნების შედეგების შეფასებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ჩერგოლეიშვილი თარგამაძეს ფარისეველს უწოდებს.
„მანიპულირებული მედია რესურსები“ -ო! მაგრად გაგართობთ ამ ფარისეველზე, ახლა მერაბ მეტრეველთან მაქვს ეთერი და არ მცალია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, გიორგი თარგამაძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ უნგრეთში „თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტინქტმა დაჯაბნა შიში, ფინანსური და მანიპულირებული მედია რესურსები“.