
ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ის თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა.
„ნაცმოძრაობა“ და მორალი, „ნაცმოძრაობა“ და ეკლესია, ქრისტიანობა, ღმერთი, ერთმანეთთან ასიმეტრიულად განსხვავებული ცნებებია. მათ ეს ყველაფერი და კერძოდ ქალბატონ ბოკუჩავას წარმოუდგენია პოლიტიკური დღის წესრიგის ქულებისთვის დაწერის ნაწილად. ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.