
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა სასერტიფიკაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრებმა 2030 წლიდან სერტიფიკატის გაცემის წესსა და კრედიტ-ქულების სისტემაზე, სხვა პროცედურულ საკითხებსა და პრაქტიკოსი ვეტერინარებისათვის ქირურგიული პროტოკოლის შემუშავების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
საბჭოს წევრების შეფასებით, ქირურგიული პროტოკოლის შემუშავება ხელს შეუწყობს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებას და ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვას. ახალი რეგულაციის მიხედვით, პრაქტიკოსი ვეტერინარები ვალდებული იქნებიან ქირურგიული მანიპულაციების ჩატარებამდე დაიცვან პროტოკოლით განსაზღვრული პროცედურები.
ქირურგიულ პროტოკოლს სპეციალური კომისია შეიმუშავებს, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე კერძო ვეტერინარების წარმომადგენლებისგან და სასერტიფიკაციო საბჭო დაამტკიცებს .