„ტრამპის ორგანიზაცია“: თბილისის ახალი სიმბოლო – გლობალური ფუფუნების ცხოვრების ახალი სტანდარტი

“Trump organization” ახალი პროექტის – Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

ცენტრალურ პარკზე გადაშლილი ხედებითა და პრესტიჟული მდებარეობით, Trump Tower Tbilisi მრავალფუნქციური კომპლექსის ცენტრალურ ნაწილად მოიაზრება, რომელიც გააერთიანებს მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო სივრცეებს, მსოფლიო დონის რესტორნებსა და ცხოვრების სტილის გამორჩეულ სერვისებს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟმა და კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ თბილისის დეველოპერული პროექტი კომპანიის „გლობალურად აღიარებულ უმაღლეს სტანდარტს“ საქართველოშიც დაამკვიდრებს. მისივე თქმით, მოხარულია, რომ პროექტზე თანამშრომლობა პატივსაცემ და პროფესიონალ დეველოპერებთან მოუწევს.

ოფიციალურ განცხადებაში კომენტარს ქართული უძრავი ქონების კომპანიების წარმომადგენლებიც აკეთებენ.

Archi Group-ი, ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი, საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის დომინანტი მოთამაშეა, რომელსაც 55-ზე მეტი დასრულებული პროექტი და ათიათასობით ჩაბარებული ბინა აქვს.

“არქი ჯგუფის” თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია ამბობს, რომ Trump Tower Tbilisi- ის პროექტი შეცვლის ქალაქის ჰორიზონტს და საქართველოს გლობალურ როლს კიდევ უფრო გააძლიერებს.

Biograpi Living-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანიაა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ფხაკაძის თქმით, “Biograpi Living მხოლოდ პროექტებს არ აშენებს. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში. “Trump Tower Tbilisi” მსგავსი პროექტებით ქალაქში შემოგვაქვს ახალი მასშტაბი, ხარისხი და გლობალური მნიშვნელობა”

ლაშა კვაჭაძე, Blox Group-ის თანადამფუძნებელი, წარმოადგენს მრავალპროფილიან ჰოლდინგს, რომელსაც ძლიერი პოზიციები აქვს კავკასიის რეგიონში. ლაშა კვაჭაძე აცხადებს, რომ „Trump Tower Tbilisi“ საერთაშორისო ნდობის გამოხატულებაა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

“Trump Tower Tbilisi” საქართველოსთვის გლობალურ საინვესტიციო რუკაზე მნიშვნელოვანი ეტაპია”- აცხადებს ლაშა მელაძე Finvest Georgia-ს თანადამფუძნებელი.

პროექტი ასევე წარმოადგენს The Sapir Organization-ის პირველ საერთაშორისო კომერციულ განვითარებას. კომპანიის პრეზიდენტისა და CEO-ს, ალექს საპირის ხელმძღვანელობით, ფირმამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები მართა. „საქართველოში დაბრუნება პირველად მას შემდეგ, რაც ხუთი წლის ვიყავი, ჩემთვის ემოციური გამოცდილება იყო. მე ვამაყობ, რომ ჩვენს მეორე Trump შენობას ვაშენებთ იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ.“- აცხადებს ალექს საპირი.

განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ პროექტის არქიტექტურის, დიზაინის და გაყიდვების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.

Back to top button