
„ხშირად კონკრეტული განცხადების მიღმა სხვა პოლიტიკური შინაარსი იკვეთება. ფორმალურად ჰერჩინსკი ამბობს, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს დაბრუნება ძალადობისა და სიღარიბის „ბნელ წარსულში, მაგრამ რეალურად მას და დასავლეთს სწორედ საქართველოს დასუსტება და ჩვენს ქვეყანაში ქაოსის არსებობა სურთ“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, დასავლეთისთვის მიუღებელია დღევანდელი საქართველო, რომელმაც დატოვა მონის პოზიცია და დამოუკიდებელი თამაშის წესები დაამკვიდრა.
„აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს წარსულში დაბრუნების საფრთხე არ არსებობს. ქვეყანა მყარად დგას განვითარების გზაზე, შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფო ფუნქციონირებს, ინსტიტუტები მუშაობს და საზოგადოება განვითარების ახალ სიმაღლეზეა ასული. ხშირად კონკრეტული განცხადების მიღმა სხვა პოლიტიკური შინაარსი იკვეთება. ფორმალურად ჰერჩინსკი ამბობს, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს დაბრუნება ძალადობისა და სიღარიბის „ბნელ წარსულში, მაგრამ რეალურად მას და დასავლეთს სწორედ საქართველოს დასუსტება და ჩვენს ქვეყანაში ქაოსის არსებობა სურთ! დასავლეთისთვის მიუღებელია დღევანდელი საქართველო, რომელმაც დატოვა მონის პოზიცია და დამოუკიდებელი თამაშის წესები დაამკვიდრა, სწორედ ეს დამოუკიდებლობა და სუვერენული არჩევანი არის მიუღებელი გარკვეული გარე აქტორებისთვის. ამიტომაც, როდესაც გვესმის მსგავსი განცხადებები, მნიშვნელოვანია მათი არა მხოლოდ სიტყვიერი შინაარსის, არამედ კონტექსტისა და შესაძლო მიზნების გაანალიზებაც“, – ჩიხელიძე.