
უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელს X-ში წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მოხარულია, რომ პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი უსაფრთხოდ არიან.
“უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას.
მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან”, – წერს პრემიერ-მინისტრი.