სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ყველაფერზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
„რაზე საუბრობთ არ ვიცი თქვენ ხართ პოლიტიკური ტელევიზია. ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარი არ შეიძლება, ამაზე გავაკეთო”, – განაცხადა პრემიერმა.