ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი JTEC-ში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კევინ ჰამილტონს JTEC-ის ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურის, განვითარების, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მის თანამედროვე შესაძლებლობებს გაეცნო.

Back to top button