ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე და იმ აჟიოტაჟზე, რაც სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოჩანაწერს მოჰყვა, და რომელშიც ცალკეულმა „ექსპერტებმა,“ დანაშაულის ნიშნები „ვერ დაინახეს – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი – მინიშნება, გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის.

მისივე თქმით, ამის მისახვედრად, უბრალოდ ლოგიკა უნდა მოიშველიო, მაგრამ არ მეგობრობენ „ექსპერტები“ ლოგიკასთან.

„ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე და იმ აჟიოტაჟზე, რაც სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოჩანაწერს მოჰყვა, და რომელშიც ცალკეულმა „ექსპერტებმა,“ დანაშაულის ნიშნები „ვერ დაინახეს“.

არადა, რამდენჯერმე ითქვა, რომ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი – მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის. ეს იყო და ეს. ამის მისახვედრად, უბრალოდ ლოგიკა უნდა მოიშველიო, მაგრამ არ მეგობრობენ ეს „ექსპერტები“ ლოგიკასთან“, – წერს ანჯაფარიძე.

Back to top button