ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ ოპოზიციას სურს, პატრიარქი აიძულონ, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით, იმედი აქვთ, ხელისუფლება ხათრს ვერ გაუტეხავს და დაყაბულდება – ძალიან უკმაყოფილო დავრჩები, თუ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს

„რადიკალურ ოპოზიციას და მის ექსპერტულ, თუ სხვა „ბაბლს“ უნდათ, შიო III-ის პატრიარქად აღსაყდრება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, რაც მოსალოდნელი იყო. სურთ, პატრიარქი აიძულონ, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით“, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს რომ ასე მოხდეს, „აქედან მიღებული მოჩვენებითი სარგებელი ვერ გადაწონის შესაძლო რეალურ ზიანს“.

„რადიკალურ ოპოზიციას და მის ექსპერტულ, თუ სხვა „ბაბლს“ უნდათ, შიო III-ის პატრიარქად აღსაყდრება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, რაც მოსალოდნელი იყო. სურთ, პატრიარქი აიძულონ, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით და იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება ხათრს ვერ გაუტეხავს და დაყაბულდება.

თუ რატომ სჭირდებათ მათი ციხიდან გამოშვება, ვფიქრობ, ყველასათვის გასაგებია და დამატებით ახსნას არ საჭიროებს.

პირდაპირ ვიტყვი, ძალიან უკმაყოფილო დავრჩები, თუ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. არაერთხელ დამიწერია და მითქვამს, რომ აქედან მიღებული მოჩვენებითი სარგებელი ვერ გადაწონის შესაძლო რეალურ ზიანს“, – წერს ანჯაფარიძე.

Back to top button