ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან არის გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან

ბოლო დროს გვაქვს გახშირებული კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან, მე, პირადად, მქონდა ზარი ბატონ რუბიოსთან, იგეგმება შემდგომი კომუნიკაცია, კონკრეტული დეტალების განხილვა, ჩვენ ამაზე ვართ ჩვენ კონცენტრირებულები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ მზად არის, განიხილოს ყველა დეტალი აშშ-ს მხარესთან და კონკრეტული გზამკვლევით განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა.

„ასეთია წინასწარი განაცხადი, რომ ჩვენ, მაისის ბოლოსთვის, კონკრეტული ფორმატის ფარგლებში უნდა განვიხილოთ კონკრეტული დეტალები. დაველოდებით ინტერესით ამ ყველაფერს.

ჩვენი მხრიდან არის გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ეს არის ჩვენთვის ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ თვისებრივად განახლდა ურთიერთობები, ამაზე ვართ ორიენტირებულები. იმედი გვაქვს, საქმიანად განვიხილავთ თითოეულ დეტალს, რაც შემდგომში უნდა გახდეს სტრატეგიული პარტნიორობის განახლების საფუძველი. დეტალებს წინასწარ ვერ გავასაჯაროებთ,”- აღნიშნა პრემიერმა.

Back to top button