
„ვისაუბრებთ ყველა იმ თემებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება. ვისაუბრებთ პრობლემებზე, გაკეთებულ საქმეებზე და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრა გამოგვივა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ლიპარტელიანის თქმით, ყოველი შეხვედრის შემდეგ მონაწილეების აქტიურობა და ჩართულობა იზრდება, რაც მათ აძლევს იმედს, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევენ.
„წინა შეხვედრას თუ გადავხედავთ მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო, საკმაოდ გაიხსნა დისკუსია და ყველა შეხვედრის მერე აქტიურობა იმატებს, მათი ჩართულობა იმატებს და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მივაღწევთ იმ შედეგს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის იქნება ძალიან კარგი და საინტერესო“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.