თეკლა თიკანაშვილი: გვჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდული ხმა და ახალგაზრდების ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს – შიდა ქართლელმა ახალგაზრდებმა გამოთქვეს იდეები, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა

„ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდული ხმა და ახალგაზრდების ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა თეკლა თიკანაშვილმა შიდა ქართლში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრის შესახებ.

თიკანაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეა, რასაც ახალგაზრდული ორგანიზაციის გუნდი მაქსიმალურად მხარში უდგას.

„ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეა, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. იქნება ეს განათლების, დასაქმების თუ საკუთარი თავის რეალიზების მიმართულებით და ჩვენც მაქსიმალურად ვდგავართ ახალგაზრდების გვერდით“, – განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

Back to top button