ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე: არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა

პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასა და 9 პარტიისგან შემდგარი პოლიტიკური ალიანსის სტრატეგიაზე ისაუბრა.

რაქვიაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქციებზე გამოსული ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 100 000 კაცი ოპოზიციის მიერ გამართულ არცერთ აქციაზე არ გამოსულა.

„სამწუხაროდ, არ გამოსულან [ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე] – არცერთ აქციაზე არ იყო 100 000 კაცი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

Back to top button