
„დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი“, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტრო 3 მილიონი ლარით ეხმარება. მისივე თქმით, დიუშენის თემას სჭირდება არა პოლიტიკური შოუ, არამედ შედეგი, სტაბილური მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა. და სწორედ ამას აკეთებს სახელმწიფო… ჩუმად, საქმით და არა ფეისბუკ და ქუჩის დრამებით.
„დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი! – მე მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ ამ ვერაგი ავადმყოფობით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ ნამდვილად არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. გასაგებია რომ ეს არ კმარა, მაგრამ დამეთანხმებით რომ ეს ის საჭიროებაა, რომელიც ყველა პაციენტის ოჯახს ადგება და იყენებენ კიდეც! ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობის მიღება და “ცეცხლზე ნავთის დასხმა“! – როგორც ზემოთ აღვნიშნე საქართველოში მრავლად არიან ანგაჟირებული პროვოკატორები რომლებიც ამ მძიმე თემაზე საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგის აწყობას ცდილობენ. აქციები, ხმაური, ემოციური შანტაჟი და ახლა უკვე გაურკვეველი „ფონდების“ მიერ შეგროვილი თანხები… – ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ თავად მათ შორის, შიგნით დაიწყო დაპირისპირება! ვინ აგროვებს ფულს, სად მიდის ეს თანხა, ვინ აკონტროლებს, რა მიზნობრიობით იხარჯება. საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო მკაფიო პასუხი. როდესაც საქმე ავადმყოფ ბავშვებს ეხება, პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა აუცილებელია. სახელმწიფოს პროგრამა კონკრეტულია, გაწერილია და ანგარიშვალდებულია. ხოლო ისინი, ვინც გუშინ „ერთად ბრძოლაზე“ საუბრობდნენ, დღეს უკვე ერთმანეთის დადანაშაულებით არიან დაკავებულები. ასე ხდება ხოლმე როდესაც საქმეში უცხო ქვეყნის აგენტურა ერევა! – დიუშენის თემას სჭირდება არა პოლიტიკური შოუ, არამედ შედეგი, სტაბილური მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა. და სწორედ ამას აკეთებს სახელმწიფო… ჩუმად, საქმით და არა ფეისბუკ და ქუჩის დრამებით“, – წერს სადღობელაშვილი.