
კასპის მუნიციპალიტეტის მერი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შემოქმედებითი წრეების სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაში გიტარის, თექისა და ხელნაკეთი ნივთების შემსწავლელი წრის მოსწავლეები (პედაგოგები: რუსუდან ბარნოვი და ნინო ქენქაძე) მონაწილეობდნენ. გამოფენილი იყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრები.
ღონისძიებაზე გიტარის წრის შემსწავლელი წრის მოსწავლეებმა მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ასევე, შემოქმედებითი და საგნობრივი უფასო წრეები ფუნქციონირებს, რომელშიც საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან გაერთიანებული.
ღონისძიებას მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.