
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქალაქ ფოთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საზღვაო თემატიკის სივრცით შეუერთდება.
ფოთში, ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სივრცე, სადაც ზღვა, თავისუფლება და ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობა ერთ კონცეფციად გაერთიანდება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საზღვაო სამყაროს სიმბოლოები და პროფესიები ინტერაქტიულად აღმოაჩინონ სხვადასხვა საზღვაო შემეცნებით სივრცესა თუ თამაშებში.
ბათუმის საზღვაო აკადემიის კადეტები სტუმრებს სხვადასხვა აქტივობებში გაუძღვებიან და საზღვაო სფეროს მრავალფეროვან შესაძლებლობებს გააცნობენ, ხოლო ბათუმის საზღვაო აკადემიის კადეტთა მუსიკალური ბენდი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
#26მაისი #ესდღეჩვენია