სოფელ ერგნეთში წყალუზრუნველყოფა 2000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები განახორციელა. 1.2 -კილომეტრიანი მაგისტრალური არხი ნატანი მასისგან და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა 2000 ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე. ტერიტორია საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

მსგავსი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და სამელიორაციო სისტემების გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სტაბილურობასა და მიწების ეფექტიან გამოყენებას უწყობს ხელს.

Back to top button