თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალურ რეპეტიციას დაესწრნენ.

26 მაისის მთავარი ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადება. დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ.

ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება.

საზეიმო ღონისძიების დასასრულს, ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალურ რეპეტიციას, ასევე  დაესწრნენ თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირებიც.

Back to top button