
მას შემდეგ, რაც შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ოპოზიციას ეს ადარდებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ეშინია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაუმჯობესდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას შორის და ეს შიში ალაპარაკებთ.
„ეს არის რეალური მათი მთავარი მოტივი. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. მას შემდეგ, რაც შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან, ჩვენ შევინარჩუნეთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათ ეს ადარდებთ. მათ ადარდებთ ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, მათი პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება. მათი დავალებაა, რომ პრობლემები შეუქმნან ჩვენს სახელმწიფოს, ამ დავალებასთან წინააღმდეგობაში მოდის ის ტენდენციები, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან. აქედან გამომდინარე, გამოდიან ასეთი განცხადებებით. სრული ფარსია, სიყალბეა მათი ე.წ. პროდასავლური ბუნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.