
„ჰადსონის ინსტიტუტის“ ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება ეს არის დარტყმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაკნინება! სხვაგვარად ამას ღალატი ჰქვია!, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე, რომელშიც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
მისი თქმით, ზოგი ე.წ. პოლიტიკანისთვის ძალაუფლების დაბრუნების სურვილი ისეთი დიდია, რომ საქართველოს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ წარმოჩენასაც არ ერიდება!
„გიორგი კანდელაკი, ანუ ფილიპე მახარაძის სულიერი შვილი, სოროსის ფონდის წარჩინებული აღზრდილი, დედა ეკლესიის ღია და დაუძინებელი მტერი ამერიკაში საუბრობდა იმაზე, თითქოს საქართველო ტერორისტული ქსელებისა და ირანთან დაკავშირებული ჯგუფების პლაცდარმად იქცა! მან იქვე ძალიან პროვოკაციული შეფასება მისცა ყოველივე ამას და თქვა, რომ „ეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიდის!“
არახალია, რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს!
ზოგი ე.წ. პოლიტიკანისთვის ძალაუფლების დაბრუნების სურვილი ისეთი დიდია, რომ საქართველოს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ წარმოჩენასაც არ ერიდება!
ვიმედოვნებ, აწი სუსში რომ დაიბარებენ, იქიდან ხელბორკილების გარეშე არ გამოუშვებენ… მოღალატის და ქვეყნის გამყიდველის ადგილი ციხეა! #კანდელაკი #მოღალატე #გამყიდველი“, – წერს სადღობელაშვილი.