ნუგო შოშიაშვილი: გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ეფექტურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მსგავსი ღონისძიებები არის დისკუსიის, აზრების გაცვლის უალტერნატივო საშუალება

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდებთან შეხვედრას კახეთში განაგრძობს. როგორც ორგანიზაციის ბორდის წევრი, ნუგო შოშიაშვილი აცხადებს, მსგავს შეხვედრებს და დისკუსიებს განგრძობითი ხასიათი ექნება.

მისივე თქმით, გამოცდილებამ აჩვენა, რამდენად ეფექტიანია ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ მსგავსი ღონისძიებები დისკუსიის უალტერნატივო საშუალებაა.

“გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ეფექტურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, აჟღერებენ საკუთარ ხმას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რაც მთავარია, გვაჩვენა კიდევ ერთხელ ის, რომ მსგავსი ღონისძიებები არის დისკუსიის, აზრების გაცვლის უალტერნატივო საშუალება. რა თქმა უნდა, ეს არ დამთავრდება, ამას ექნება განგრძობითი ხასიათი,” – განაცხადა ნუგო შოშიაშვილმა.

Back to top button