თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი გზავნილები ახალგაზრდებისადმი კვლავ უცვლელია: გვინდა, მათგან მოვისმინოთ სხვადასხვა ინიციატივა და იდეა, მათ შორის, კრიტიკული კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრის, თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, სიღნაღში შეკრებილ ახალგაზრდებისგან, ორგანიზაციის წევრები ელიან სხვადასხვა ინიციატივისა და იდეის მოსმენას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რამდენად ერგება კახეთის რეგიონში არსებული შესაძლებლობები ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს.

„ჩვენი გზავნილები ახალგაზრდებისადმი კვლავ უცვლელია: გვინდა, მათგან მოვისმინოთ სხვადასხვა ინიციატივა და იდეა, მათ შორის, კრიტიკული კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით.

გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ კახეთის რეგიონში ვითარდება სპორტული მიმართულება, საგანმანათლებლო, პროფესიული მიმართულებები. ჩვენთვის კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ახალგაზრდებისგან მოვისმინოთ, რამდენად ერგება აღნიშნული შესაძლებლობები ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს“, – აღნიშნა თიკანაშვილმა.

Back to top button